ექსკლუზივი: ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს 

„კვირას“ ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი თანამდებობას ტოვებს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ხუციშვილი თანამდებობის დატოვებას პირადი განცხადების საფუძველზე აპირებს. ამჟამად კი იგი კუთვნილ შვებულებაში იმყოფება. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა მიზეზით მიიღო ხუციშვილმა გადაწყვეტილება.
„შემიძლია გითხრათ, რომ დავით ხუციშვილი პირადი განცხადების საფუძველზე აპირებს თანამდებობის დატოვებას. ჯერჯერობით იგი იმყოფება კუთვნილ შვებულებაში. მიზეზს ვერ გეტყვით, პირადი განცხადების საფუძველი რა არის, არ ვიცი“, – განუცხადეს  „კვირას“  ეკონომიკის სამინისტროში.
დავით ხუციშვილი 2013-2016 წლებში შს მინისტრის მოადგილე იყო, 2016 წელს კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები