პრემიერი: კიდევ ბევრ სხვა საერთაშორისო რეიტინგში ავსახავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წარმატებას

ჩვენ, კიდევ ბევრ სხვა საერთაშორისო რეიტინგში ავსახავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წარმატებას, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ინდექსის“ კვლევას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2017 წელი ამ მხრივაც გამორჩეული იქნება.
„გილოცავთ ყველას! საქართველომ, კორუფციის აღქმის კუთხით, რეიტინგი გაიუმჯობესა და ისტორიულად ყველაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ჩვენი ქვეყანა რეგიონში უპირობო ლიდერია. მჯერა, 2017 ამითაც გამორჩეული წელი იქნება და ჩვენ, კიდევ ბევრ, სხვა საერთაშორისო რეიტინგში ავსახავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წარმატებას“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები