მეცნიერები – მაიას ტომის ცივილიზაცია წყლის ნაკლებობის გამო გაქრა
აშშ-ის არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაის ტომის ცივილიზაცია წყლის ნაკლებობის გამო გაქრა. ამას ასევე ხელი შეუწყო ომებმა და დაპირისპირებამ, თუმცა მთავარი იყო წყლის და სურსათის ნაკლებობა.
„წყალი საზოგადოების ცხოვრებაზე მოქმედებს, ხოლო საზოგადოება მოქმედებს წყალზე. წყლის საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში შესაძლებელია საკმარისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, ხოლო მოსახლეობის გაზრდის შემთხვევაში წყლის მოხმარებაც იზრდება. მაიას ცივილიზაციამ ამას ვერ გაუძლო“ – აცხადებენ მეცნიერები.
გვატემალაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ მაიას ტომის ცივილიზაციას~ ორი კოლაფსი ჰქონდა – ჩვ. წ. აღრიცხვით II და IX საუკუნეში. სწორედ IX საუკუნეში რამდენიმე კრიზისის და შემდეგ უმნიშვნელო აღორძინების შემდეგ ცივილიზაცია საბოლოოდ გაქრა.