“სოციალური ქსელი ჩემი აკადემიური პორტფოლიოა”,- ინტერვიუ რატი აბულაძესთან

“მომხმარებელთა პირადი პროფილები მფლობელთა ფიქრებსა და გრძნობებს ასახავს.ასევე, ინტერესებსა და შეხედულებებს. ამას აფიშირებს ფოტოები, ცხადყოფს მეგობართა ქსელი, მუსიკისა და ვიდეოს განყოფილება. ადამიანის კონკრეტულ განწყობასშეხედულებასა და მისწრაფებას განსაზღვრავს კონკრეტული სურათის თუ წინადადების დალაიქებაც“. ეს ინფორმაცია ინდივიდის ფსიქოსოციალური პორტრეტის აგებისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევაამასთან, შეიძლება გამოყენებული იქნას მარკეტინგული მიზნებით, სპეცსამსახურებისა თუ პოლიტიკური ინტერესების განსაზღვრის მიზნით”, – აცხადებს  ჩემი რესპონდენტი, რომლისთვისაც სოციალური ქსელი ერთგვარი „აკადამიურ პორტფოლიოც“ არის. „კიბერ კვირას“ დღევანდელი სტუმარი მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძეა.

-თანამედროვე საზოგადოებრივი ტენდენციების მსგავსად, მეც ვსარგელობს Facebook -ით, Twitter-ით, LinkedIn-ით, აქტიურად ვიყენებ YouTube-სა და ბლოგს.

საზოგადოდ, სოციალური ქსელების გამოყენების მოტივს  პირადი თუ პროფესიული ქსელის გაფართოება წარმოადგენს. კონტენტის (ტექსტი, ვიდეო, ფოტო)  პოვნა და განხილვა. აგრეთვე, ინფორმაციის შექმნა და გაზიარება.

download (4)რეალურად, სოციალურ ქსელ წარმოდგენს ჩემს „აკადემიურ პორტფოლიოს“. აღნიშნულის გარდა, მას ვიყენებ კომუნიკაციის, ინფორმირების, კომერციის, გართობის, სამეცნიერო და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების მიზნით. ასევე, საზოგადოების ფართო მასებისათვის  კვლევითი და სამეცნიერო შრომების წარდგენისა და გაცნობისათვის.

აღვნიშნავ, რომ სოციალურ ქსელებს განვიხილავ, როგორც სოციალური ურთიერთობების ორგანიზაციის ინსტრუმენტს. თანხვედრი ინტერესებით, ძველი მეგობრების ძიებისა და ახალი მეგობრების შეძენისთვის. აგრეთვე, მას განვიხილავ მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობების შექმნისათვის, სამუშაოს ძიებისა და საქმიანი კონტაქტების  დამყარებისთვის.

-თვლით, რომ სოციალური ქსელი დღეს ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა?

-სოციალური ქსელი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინსტრუმენტია, რომელმაც მოიპოვა სიახლეების დადგომისთანავე გადმოცემის, ინფორმირებისა და სწრაფი გავრცელების სახელი. იგი გახდა მასობრივი საკომუნიკაციო გარემო, მასობრივი ინფორმაციის ნაკადი, ინტერაქტიული ნავიგაციური საშუალება (ონლაინ დახმარება), რომლის მეშვეობით საქმიანობა და აქტივობა გამჭვირვალე, ზუსტი და ობიექტურია.

პრაქტიკულად, სოციალური ქსელი ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ინფორმაცია სწრაფად და მყისიერად ვრცელდება.

ფაქტია, რომ  სოციალური ქსელები ყველაზე ეფექტიანად ახდენს სოციუმის ხმის ცირკულირებას და ინფორმაციის გავრცელებას ვირუსული სინდიცირების სახით.

აღნიშნული ტექნოლოგიური რესურსი არის იაფი, არაფორმალური, დაბლიდან მაღლა კომუნიკაციის საშუალება,   ინფორმაციის სწრაფი და ეფექტიანი გავრცელების საშუალებაა.

-როგორ ფიქრობთ, რით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ყველა სოციალურ ქსელს შორის საქართველოში ყველაზე მეტად ფეისბუქს მოიხმარენ?

-სოციალური ქსელის ფენომენის ყველაზე პოპულარული ფორმა Facebook-ია, რომელიც ინოვაციური და ინტერაქტიული პლატფორმაა.

მსოფლიო ტენდენციების მსგავსად, საქართველოშიც ფართოდ გავრცელებულია Facebook, რაც განპირობებულია მოხმარების სიმარტივით, მარტივი კონსტრუქციით, დიდი საკომუნიკაციო პოტენციალით, ინფორმაციის გავრცელების სისწრაფითა და მრავალფეროვანი სოციალური მიზნებით, ენის ინტერფეისის დანერგვით და სხვა უპირატესი მაჩვენებლებით.

Facebook-ის სოციალური განზომილება, საზოგადოებას აწვდის პერსონალური შეხედულებისა და ემოციური შედგენილობის კონტენტს, მოქალაქეებს პერსონალურობისა და ფასეულობის წარმოჩენის, მედიის ყურადღების ზრდის, დაინტერესებული მხარეების მოთხოვნილებისა და ინტერესების შესაბამისად იძლევა სიტყვით მიმართვის შესაძლებლობას.

არსებითია აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელი (Facebook) წარმოადგენს:

  • კომერციის ეფექტიან ინსტრუმენტს;
  • ახალ ბიზნეს მოდელს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის მიზნების რეალიზებას;
  • პოპულარულ ონლაინ მედია საშუალებას, პლატფორმას და ინსტრუმენტს;
  • შერჩეულ აუდიტორიასთან მარკეტინგული შეტყობინების გაგზავნის იაფ არხს. სოციალური ქსელის მარკეტინგი და რეკლამირება იაფი და ინვარიანტულია გაგზავნილი წერილების რაოდენობასთან მიმართებაში.
  • პროდუქტის/მომსახურების გაყიდვისა და ბიზნეს საქმიანობის ხელსაყრელ ელექტრონული კომერციის პლატფორმას;
  • დაბალი ხარჯებით მომხმარებლის ნდობის მოპოვების, ბრენდის აგების, დაგეგმვისა და კოორდინაციის ბიზნეს პლატფორმას;

მომხმარებლების აზრის, მრწამსის, აღქმის, ფასეულობის, რეაქციების, ემოციების შესწავლისა და ანალიზის იაფ ინსტრუმენტს.

-10 ქულიანი სისტემიდან სოციალური ქსელების უსაფრთხოებას როგორ შეაფასებდით?

ქვეყანაში სოციალური ქსელების უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს: ტექნოლოგიური  ცოდნა, ინტერნეტ-წიგნიერება, სამართლებრივი და საკანონმდებლო რეგულირება, კიბერ პრედენტებზე რეაგირების ჯგუფების არსებობა, კიბერპატრულისა და კიბერ სამართალდამცავი ორგანოების არსებობა.

ამასთან, საქართველოს სოციალური ქსელის გარემო შეიძლება დავახასიათოთ შემდეგი მიმართულებით:

  • ტექნოლოგიური ცოდნის დეფიციტის ფონზე მაღალია პირადი ინფორმაციის დაკარგვა და გამოაშკარავება;
  • სუსტია სოციალურ ქსელის ფასეულობისა და სარგებლის შეცნობა;
  • იზრდება არამართალ და არარეალურ  ადამიანთან შეხვედრის ალბათობა;
  • მცირდება ბიზნესისა და საქმიანობისადმი ნდობა;
  • იზრდება სიზუსტის ილუზია;
  • მცირდება ინფორმაციული გაზიარებისა და პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • იზრდება ინტელექტუალური საკუთრებისა და პირადი მონაცემების დაკარგვის საფრთხე.

საზოგადოების დიდი ნაწილი მაქსიმალურად ვერ იყენებს სოციალური ქსელის ვებგვერდების მეთოდებსა და შესაძლებლობებს დაბალი მოტივაციის, ონლაინ ჩვევების უქონლობის, სოციალური უთანასწორობის, ტექნოლოგიური დაშვებისა და ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო.

ქვეყანაში არ გვაქვს საერთაშორისო დონეზე უნიფიცირებული წესებისა და სოციალური ქსელის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები.

ყოველივე აღნიშნული  ზრდის სოციალური ქსელის მომხმარებელთა საფრთხის რისკებს და საშუალო დონეზე ამცირებს სოციალური ქსელების უსაფრთხოებას.

download (6)– რისკებზე საუბრობდით, როგორ ფიქრობთ, არსებულ პირობებში, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, რა ტიპის მასალის გავრცელებისგან უნდა შეიკავონ თავი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა?

-გარდა იმისა, რომ სოციალურ ქსელს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ის საფრთხის შემცველ გარემოსაც წარმოადგენს. ინფორმაციის ფართომასშტაბიანი  გადაცემა და მიღება, ადამიანების ქცევის დინამიკის განსაზღვრა, დროში პროფილის ევოლუციის შეფასების შესაძლებლობა, ადამიანური კომუნიკაციების მასშტაბი წარმოადგენს ქსელის მისტიკურ რიტმს, რომელიც გარკვეულ ფასეულობასთან ერთად სასარგებლოა  „სხვადასხვა კურსით“  მოტივირებული სახიფათო ჯგუფებისათვის.

სოციალური ქსელი წარმოადგენს საფრთხის შემცველი შეტყობინებების, ფოტოების, სექსუალური დემაგოგიის, ჭორებისა და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა კრიმინალური რისკების გარემოს.

ამ ფონზე ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გახდეს ჰაკერების თუ „ ინფორმაციაზე მონადირე“ პირთა სამიზნე.

ჩვენ, ვცხოვრობთ „გამჭვირვალე“ ეპოქაში. პერსონალურ ინფორმაციას „გასცემს“ სოციალურ ქსელში ნებისმიერი აქტივობა, კავშირი, კონტაქტი, “ლაიქი”, ტექსტი, შეფასება, პოსტი თუ პროფილის ცვლილება. მიმაჩნია, ყოველ  ადამიანს გააჩნია სოციალური ქსელის გამოყენების კონკრეტული მიზანი. ამ მიზნის  შესაბამისად, ახორციელებს კონკრეტულ ინტერნეტაქტივობას.

– საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სოციალურ ქსელებში მომხმარებლების აქტივობებს სპეცსამსახურების თანამშრომლები სწავლობენ. რა გსმენიათ ამის შესახებ, თუ შეგიძლიათ გვიამბოთ, როგორ ხდება სოციალური ქსელის მეშვეობით ადამიანის ხასიათის შესწავლა? რა ინფორმაციას იყენებენ ამისთვის?

კვლევები ადასტურებს, რომ მომხმარებელთა პირადი პროფილები მფლობელთა ფიქრებსა და გრძნობებს ასახავს. ასევე, ინტერესებსა და შეხედულებებს. ამას აფიშირებს ფოტოები, ცხადყოფს მეგობართა ქსელი, მუსიკისა და ვიდეოს განყოფილება. ადამიანის კონკრეტულ განწყობას, შეხედულებასა და მისწრაფებას განსაზღვრავს კონკრეტული სურათის თუ წინადადების „დალაიქებაც“. ყოველივე აღნიშნული, ინდივიდის ფსიქო-სოციალური პორტრეტის აგებისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, აღნიშნულ მონაცემი შეიძლება გამოყენებული იქნას მარკეტინგული მიზნებით, სპეცსამსახურებისა თუ პოლიტიკური ინტერესების განსაზღვრის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ადამიანის შესწავლა სხვადასხვა მიზნით (მარკეტინგული, პოლიტიკური, სპეცსამსახურების თუ რომანტიკული მიზნებით), განაპირობებს ის მიდგომები, რაც სამიზნე პირის კვლევას ემსახურება. მაგალითად, ინტერნეტმომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელებში ინდივიდუალობის ასახვა და პროფილის ინტერესების დემონსტრირება  თვითპრეზენტაციისა და საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც მარკეტინგული საქმიანობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ჯამში, სოციალური ქსელი საზოგადოებრივი პულსის მონიტორინგისა და რეალური დროის რეჟიმში მარკეტინგული დაზვერვის შესაძლებლობას იძლევა.

– ოდესმე თუ ჰქონია ვინმეს თქვენი პირადი სოციალური სივრცის დარღვევის მცდელობა? თუ ასეა როგორ განვითარდა მოვლენები?

-სოციალურ ქსელში ყოველთვის არსებობს პირადი სოციალური სივრცის დარღვევის რისკი. რაც განპირობებულია მრავალფეროვანი ვირუსებით, მავნე პროგრამებით,  ფიშინგითა და ჯაშუშური პროგრამების არსებობით. ამასთან, სოციალური ქსელებს იყენებენ “ pharming ”-სათვის. ამ დროს, გიგზავნიან ვებ-ლინკებს. მათი გააქტიურების (დაკლიკების) შემთხვევაში გადამისამართება ხდება განსხვავებული დანიშნულების მისამართის ვებგვერდზე, სადაც ადამიანი შესაძლოა ჰაკერის სამიზნე გახდეს.

რამდენადაც, კიბერსივრცე „გაჯერებულია“ საფრთხის შემცველი პროგრამებით, პროცესებითა თუ ადამიანებით, რეაგარებაც ადეკვატური უნდა იყოს. ინტერნეტმომხმარებელი პირადი კიბერსივრცის დაცვას უნდა ეცადოს როგორც საკუთარი ძალისხმევით, ასევე, გამოიყენოს სპეციალისტების მომსახურება ან შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით მოახდინოს მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

-გქონიათ შემთხვევა, როდესაც უცხო პირს თქვენთვის სოციალური ქსელით, მუქარის ან შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინება გამოეგზავნოს? როგორი იყო თქვენი რეაქცია, ზოგადად როგორ მოქმედებთ ასეთი ტიპის შეტყობინებების მიღებისას?

-პერსონალურად, ყველა ადამიანს ვაფასებ და სათანადო პატივს ვცემ. საჯარო აქტიურობით, კრიტიკას და დამოკიდებულებას გამოვხატავ მხოლოდ სისტემის მიმართ (და არა პერსონების მიმართ), ამასთან ვაფასებ და პატივს ვცემ სისტემის ქოლგის ქვეშ თუ მის გარეთ მყოფ პირებს (მათი უზღვავი შრომა და ვალდებულების შესრულება დასაფასებელია). ამასთან, მიმაჩნია, რომ საქართველოში გვყავს ჯანსაღი საზოგადოება, გვაქვს ჯანსაღი საკომუნიკაციო გარემო, არსებობს რაციონალური კრიტიკა თუ პროფესიული შეფასება.  მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, სადაც ჩემი ძალისხმევა ემსახურება ქვეყნის შენებას, ნეგატიური პროცესების მინიმუმადე დაყვანას, ღირსებასა და კეთილშობილებას. ამდენად, მაქსიმიმალურად ვცდილობ, რომ ნებისმიერი „პროცესი“ შეურაცხყოფამდე არ მივიდეს, რომ სათანადო რეაგირება არ გახდეს საჭირო.

download (5)-დღეს, ხშირად ისმის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია ასეთი კანონის დაწესება?

-თეორიულად, სოციალური ქსელის ვებგვერდზე ნებისმიერი ინფორმაცია არის პრეზუმფციული, საზოგადოებრივი და ყველგან გავრცელებული.

ბუნებრივია, რომ “კიბერხულიგნობა”, შეურაცხმყოფელი ლექსიკა თუ ავაზაკური ქცევა საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ადამიანის პირად ცხოვრებას, ეჭვქვეშ აყენებს მის კეთილსინდისიერებასა და იმიჯს. შესაბამისად, კანონი უნდა იცავდეს ნებისმიერ ადამიანს როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე კიბერ გარემოში. შეურაცხყოფა ყველგან შეურაცხყოფაა.

ფაქტია, რომ სოციალური ქსელი მისაწვდომია, როგორც კანონმორჩილი ადამიანებისათვის, ისე კანონდამრღვევებისათვის. ამიტომ, ყველა ადამიანი, სახელმწიფო პირი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, უნდა იყოს დაცული როგორც ფიზიკურ გარემოში, ისე კიბერგარემოში. იმისათვის, რომ აღნიშნულმა პროცესებმა “ფესვები არ გაიდგას”, ქაოსი და ნეგატიური პროცესები არ მივიღოთ,  უნდა გატარდეს მკაცრი სამართლებრივი რეგულირება. სოციალური ქსელი, როგორც  სოციალური ცვლილებების ტექნოლოგიური კატალიზატორი, აუცილებლად საჭიროებს ნორმატიულ-სამართლებრივ რეგულირებას.

– თქვენი აზრით უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ინტერნეტში დეზინფორმაციის და გავრცელებას აღკვეთდა? 

-ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კიბერსივრცეში დეზინფორმაცია, პორნოგრაფია, აზარტული თამაშები, შეურაცხმყოფელი წერილობითი გამოთქმები და გრაფიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომერციული საკითხები საჭიროებს საკანონმდებლო და სამართლებრივ რეგულაციას.

თუ ეს არ მოხდება ადგილი ექნება „თვითრეგულირების პროცესს“, რომელიც  შეამცირებს პოლიტიკურ ნდობას, გაზრდის საფრთხეებს და ჯამში გაცილებით  დიდ ზიანს მოუტანს სახელმწიფოს.

-რამდენიმე ხნის წინ, გვქონდა ერთი, საკმაოდ საინტერესო სტატია ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით. თქვენ, როგორც ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, რა ზომები უნდა გატარდეს ამ პრობლემის გადასაჭრელად და შესაძლოა თუ არა მისი პრევენცია?

-უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო აქტიურად იბრძვის  ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ. გასათვალისწინებელია, რომ  ამ მიზნით აქტიურად იყენებს ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა :

  • ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმების ფორმირება. ქმნის კიბერპატრულსა და კიბერჯარს. იღებს ინტერნეტ-კანონებს. ამკაცრებს სამართლებრივ რეგულირებას. თვალყურს ადევნებს ნაციონალურ კიბერსივრცეში არსებულ პროცესებს;
  • საზოგადოებასთან თანამშრომლობა. მაგალითად, სკოლა, მშობელი და ინტერნეტ პროვაიდერები ერთობლივი ძალისხმევით ებრძვიან ბავშვისათვის არასურველი კონტენტის გავრცელებას. ამ მიმართულებით სკოლა ატარებს აღმზრდელობით გაკვეთილებს, მშობელი ბავშვისათვის მავნე კონტენტის აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერად აცნობებს სკოლას, ხოლო სკოლა საქმის კურსში აყენებს ინტერნეტ პროვაიდერს, რომელიც თავის მხრიც ბლოკავს და შლის ასეთ კონტენტს. თავის მხრივ ინტერნეტპროვაიდერიც ეძებს და აღმოჩენის შემთხვევაში შლის ან ბლოკავს ასეთ მავნე კონტენტს, პორნოგრაფიას, ცუდ მულტფილმებს თუ სხვა ნეგატიურ მასალას;
  • საინიციატივო ჯგუფების ძალისხმევის ხელშეწყობა პორნოგრაფიასთან ბრძოლის მიზნით (გრანტებით, დაფინანსებით). კერძოდ: პროფესიული ჯგუფები, საკუთარი ძალისხმევით ებრძვის ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას, სპამს, უკანონო ინციდენტებს. აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას ახდენს კერძო (ინტერნეტ-პროვაიდერი) და სახელმწიფო სექტორთან (კიბერპატრული) თანამშრომლობით;
  • ინტერნეტ-პროვაიდერებთან თანამშრომლობა. მათთან კოორდინაციით ბლოკავს არასასურველ საიტებს, შლის კონტენტს;

download (7)– სწორად მიგაჩნიათ ბავშვებისთვის მიუღებელი, შინაარსის შემცველი მასალის და ვებგვერდების დაბლოკვა? შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის ქვეყნები სადაც უკვე არის ასეთი პრაქტიკა?

ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მოქმედებს აღნიშნული პრაქტიკა. მათ შორის შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:

  • აშშ-ში მოქმედებს ინტერნეტრეგულირებისა და კონტროლის საკანონმდებლო მოდელი სახელწოდებით “არასრულწლოვანთა კერძო ცხოვრების დაცვის აქტი”. (მოდელი ინტერნეტში ბავშვების (13 წლამდე) მუშაობის რეგულირებისა და ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფისათვის ახდენს web-რესურსების აუცილებელ კლასიფიკაციასა და ფილტრაციას);
  • ევროკავშირის დოკუმენტში “არაკანონიერი და საზიანო კონტენტი ინტერნეტში” ((Illegal and Harmful Content on the Internet) შეჯამებულია ინტერნეტ-საფრთხეები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს რეგულირებას. საფრთხეებს წარმოადგენს: არასრულწლოვანთა დაცვა (შეურაცხმყოფელი ფორმები, ძალადობა, პორნოგრაფია); ადამიანთა ღირსებების დაცვა (რასობრივი შუღლი ან რასობრივი დისკრიმინაციის წაქეზება); ინფორმაციული უსაფრთხოება, პირადი ცხოვრების დაცვა, რეპუტაციის დაცვა (ცილისწამება, არაკანონიერი რეკლამა); ეკონომიკური უსაფრთხოება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ეროვნული უსაფრთხოება;
  • ევროპის საზოგადოება, სპეციალურ ფილტრებს იყენებს მავნე კონტენტის (საბავშო პორ-ნოგრაფიის, რასიზმის, ტერორიზმის, სიძულვილის გაღვივების მიმართულებით) ცენტრალიზებული გაცხრილვის სახით. ფილტრაცია ხდება დიფამაციის კანონის საფუძველზეც;
  • საბავშვო პორნოგრაფიისა და მასთან დაკავშირებული ცნობადი “ლოგოტიპების” აღმოჩენისათვის, გლობალური უსაფრთხოების პოტენციალის ამაღლებისათვის მოქმედებს ინტერ-ნაციონალური ალიანსი The Virtual Global Task Force, რომლის მისიას წარმოადგენს სოციალურ მედიასა და სხვა ინტერნეტ-არხებში ონლაინ საუბრების მიზნობრივი, 24 საათიანი მოსმენა;
  • საფრთხეების პრევენციის მიზნით უმრავლესი ქვეყანა აშკარად (მაგალითად, ვენესუელა) თუ ფარულად (ინფორმაციული დაბლოკვით) მიზანშეწონილად იყენებს ინტერნეტცენზურას, როგორც სახელმწიფოს მართვის შემადგენელ კომპონენტს, სადაც რეგულირების სახელი და მექანიზმი რაციონალიზებულია;
  • ბავშვთა პორნოგრაფიის ფილტაციასა და კონტროლს ახორციელებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, დანია, ისრაელი, სინგაპური, იტალია, კანადა და სხვა ქვეყნები;
  • ინეტრნეტის მკაცრ ცენზურას (ბავშვთა პორნოგრაფია, პოლიტიკა, დისიდენტური აქტივობა და სხვა) ახორციელებს ჩინეთი, კუბა, ეგვიპტე, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მიანმარი (ექს-ბირმა), სირია, საუდის არაბეთი,  ტუნისი,  თურქმენეთი, უზბეკეთი, ვიეტნამი და სხვა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტ-ცენზურა არ უნდა ზღუდავდეს დემოკრატიას;

ჯამში, აღვნიშნავ, რომ სოციალური ქსელი ცვლის ყველა წესს, რომლის ინტერპრეტირება არსებულ კონტექსტში რთულია.
წყარო  :http://cyber.kvira.ge/17786/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები