გიული ალასანიას უნივერსიტეტის მე-5 სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

   გაზეთი „ალია“ სათაურით „ვისი დაღუპვა გაასაიდუმლოვა გიული ალასანიამ?“ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი საქართველოს ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანაიას შესახებ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. „ახლა ბედავენ მეზობლები იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ გადმოვარდა ერთ-ერთი მუშა გიული ალასანიას უნივერსიტეტის მე-5 სართულიდან და როგორ დაიღუპა, როცა ის შენობას არემონტებდა. ამ ფაქტს ბოჭორიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლები შეესწრნენ, მაგრამ გიულიმ ეს ამბავი მაგრად შეფუთა. ეს 2 წლის წინათ მოხდა და, რა თქმა უნდა, მაშინ მიშას დედიკოს ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა. ისე, მაგარი ფათერაკიანი ოჯახი აქვს გიული ალასანიას, ისე არაფერს გააკეთებენ, ადამიანების სიცოცხლე რომ არ შეიწირონ“, – წერს სტატიის ავტორი. გარდა ამისა სტატიის ავტორი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული ბიბლიოთეკის მშენებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მშენებლობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მისი თქმით, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, ბიბლიოთეკის მშენებლობაზე, მუშები სამ ცვლაში მუშაობენ. „მიშას ბიბლიოთეკა კვლავ შენდება ბოჭორიშვილის ქუჩაზე, საშინელი შენობაა. მეზობლები უკვე დაიღალნენ, მუშები სამ ცვლაში მუშაობენ. უფროსთაგან დღისით იქ არავინ დადის, მხოლოდ ღამით ჩნდებიან ძვირად ღირებული ჯიპები. რამდენჯერმე მხოლოდ ანდრო ბარნოვი ამოიცნეს. მიშამ თავისი მეზობლისგან, ვაჟა წოწკოლაურისგან ნაკვეთიც იყიდა. თავიდან ვაჟას ძმა იყო წინააღმდეგი, 1500 დოლარს ითხოვდა კვადრატულში, მაგრამ 1000 შესთავაზეს და დაითანხმეს. გაზაფხულზე ჩამოვა სააკაშვილი თბილისში, ”ნაციონალურ” ბუნაგს მოაწყობს ე.წ. ბიბლიოთეკაში და მიდი, მოვდივარ, დაიწყება ათასნაირი გაუგებრობა“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები