რადიკალურად განწყობილი ტრამპის მოწინააღმდეგეები მისი ინაუგურაციის ჩაშლით იმუქრებიან

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რადიკალურად განწყობილი მოწინააღმდეგეები მისი ინაუგურაციის ჩაშლით იმუქრებიან და 20 იანვარს ვაშინგტონში მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარებას გეგმავენ.
რადიკალური ჯგუფების, DisruptJ20 და Black Lives Matter-ის მონაწილეები კაპიტოლიუმთან 120-ვე მისასვლელის ბლოკირებას გეგმავენ. აქცია ასევე პენსილვანია-ავენიუზე გაიმართება.
„ჩვენ გვსურს საერთო სახალხო გამოსვლები ვიხილოთ როგორც ამ ქალაქში, ისე მთელ ქვეყანაში,“ – განუცხადა სააგენტო “როიტერს“ აქციის ორგანიზატორმა დევიდ ტერსტონმა.
საერთო ჯამში, ინაუგურაციის დღეს, აქციების ჩატარების უფლება 27-მა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო.
კოლუმბიის ფედერალური ოლქის პოლიციის უფროსმა პიტერ ნიუშემმა უკვე განაცხადა, რომ სამართალდამცველები უკანონობას და ძალადობას, ასევე ინაუგურაციის ჩაშლას  არ დაუშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები