უკრაინაში რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ მაუწყებლობა გაითიშა

უკრაინის ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის ნაციონალურმა საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ნაციონალური საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის ეთერის მონიტორინგის პროცესში უკრაინის კანონმდებლობის დარღვევის ნიშნები დაფიქსირდა.
უკრაინის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია „დოჟდის“ ეთერში გადაცემულმა სიუჟეტებმა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ქმედებებზე მიუთითებს.
ერთ-ერთ მაგალითად გადაცემა „ახლა და აქ“ სახელდება, სადაც ყირიმი რუსეთის ნაწილად არის ნაჩვენები, ასევე, ერთ-ერთ სიუჟეტში უკრაინასა და ყირიმს შორის სახელმწიფო საზღვარზე იყო საუბარი. ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტები ყირიმში რეგულარულად ჩადიან და იქ მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.
თავის მხრივ, „დოჟდის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ის მაუწყებლობის დროს რუსეთის კანონმდებლობით ხელმძღვანელობს.
უკრაინაში უკვე გაუქმებულია რუსული ტელეკომპანიები „როსია-1“, “როსია 24”, “ნტვ”, “რბკ”, “პეტერბურგი-5”, “ზვეზდა”, “რენ-ტვ”და   “Life News და Russia Today”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები