ევროპარლამენტი რობოტების უფლება-მოვალეობების შესახებ კანონს ამზადებს
ევროპარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც უნდა განისაზღვროს ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს, ასევე ადამიანებსა და რობოტებს შორის ურთიერთობების წესები. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. კენჭისყრის შედეგად ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, მიანიჭონ თუ არა რობოტებს „ელექტრონული პიროვნების“ სტატუსი.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ რობოტების მეპატრონეებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ მოწყობილობა მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას არ მიაყენებს. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ რობოტებს უნდა ჰქონდეთ ფუნქცია, რომელიც მათი მთლიანად გათიშვის საშუალებას შექმნის.
რობოტებს, ბოტებს, ანდროიდებს და ხელოვნური ინტელექტის სხვა ფორმებს ახალი სამრეწველო რევოლუციის დაწყება შეუძლიათ, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროს შეეხება.
პრობლემები შეიძლება დაიწყოს, თუ რობოტიზირებული სისტემები მწყობრიდან გამოვა ან მათზე ჰაკერების კიბერშეტევა განხორციელდება.
რობოტების უფლება-მოვალეობების შესახებ კანონპროექტის ავტორები წერენ, რომ რამდენიმე ათწლეულში ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტს გაასწრებს.