ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ოთხი „ბოევიკი“ მოკლეს, დაღუპულია ორი სამხედრო მოსამსახურე

ჩეჩნეთის კურჩალოევსკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ახმად კადიროვის სახელობის პოლკის ორი მებრძოლი დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ოთხი „ბოევიკი“ გაანადგურეს, ხოლო ათობით – დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, კურჩალოევსკის რაიონში სპეცოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, „ბოევიკები“ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული და რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ტერაქტებს გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები