თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელს უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავენ

თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელს, მევლუთ მერთ ალთინთაშს, რომლის ცხედარიც მორგიდან მისმა ნათესავებმა არ წაიღეს, უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ ალთინთაშის დამ განაცხადა, რომ ოჯახი ცხედარს არ წაიღებდა. თურქული კანონმდებლობით, ნათესავებს ცხედრის წაღება 15 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
ამჟამად პროცედურული საკითხები წყდება. ყველა ფორმალური საკითხის მოგვარების შემდეგ,  ტერორისტის ცხედარს ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცემენ, რომელიც მას უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავს.
რუსეთის ელჩი თურქეთში, ანკარაში ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას 19 დეკემბერს მოკლეს. მისი მკვლელი, მევლუთ მერთ ალთინთაში მოგვიანებით სპეცრაზმმა მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები