ტრამპმა განაცხადა, რომ “დემოკრატიული პარტიის” წინააღმდეგ ჰაკერული შეტევების უკან რუსეთი იდგა

US President-elect Donald Trump gives a press conference January 11, 2017 in New York. Donald Trump is holding his first news conference in nearly six months Wednesday, amid explosive allegations over his ties to Russia, a little more than a week before his inauguration. / AFP PHOTO / DON EMMERT

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დემოკრატიული პარტიის“ სერვერებზე განხორციელებული კიბერშეტევების უკან რუსეთი იდგა.  ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს მოსკოვს მის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს, სიცრუეა.
„მე ვფიქრობ, რომ ჰაკერული შეტევები ამჯერად რუსეთმა განახორციელა, თუმცა ფაქტია, რომ ჰაკერულ შეტევებს ჩვენ წინააღმდეგ სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ. კიბერშეტევები საკმაოდ ხშირად ხდება“, – განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, მას კომპიუტერული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ღონისძიებათა კომპლექსი იქნება შემუშავებული. არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დემოკრატიული პარტიის“ ნაციონალური კომიტეტის სერვერები სათანადოდ დაცული არ იყო და მასზე შეტევა ამიტომ განხორციელდა.
ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების შესახებ. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ეს არ გამოვა. პუტინი ამბობს, რომ მე მაფასებს, ეს უდავოდ დადებითი მომენტია“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ პუტინს მასზე კომპრომატი რომ ჰქონოდა, აუცილებლად გამოაქვეყნებდა. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  მას “რუსეთთან არანაირი გარიგება არ ჰქონია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები