პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია ჩავიდა

პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკის პირველი პარტია ჩავიდა. ეს აშშ-დან ევროპაში გაგზავნილი სამხედრო ტექნიკის ყველაზე დიდი პარტიაა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ. პოლონეთში ამერიკელებმა ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ჯავშანტრანსპორტიორები ჩაიტანეს.
პოლონეთში ჩავიდა 3 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. ისინი პოლონეთში 3 თვეს გაჩერდებიან, ხოლო შემდეგ მათ ახალი შემადგენლობა შეცვლის.
აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნის გადაწყვეტილება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მიიღო.  რუსეთის მიერ ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის ანექსიის შემდეგ, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები