ესპანეთში ქართული მაფიის 61 წევრი დააკავეს (ფოტო)

ესპანეთის პოლიციის მიერ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ქართული მაფიის 61 წევრია დაკავებული, – ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. „მაფიოზური დაჯგუფების წევრები, ძირითადად, ქურდობით იყვნენ დაკავებულები. ამ საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო. დაკავებები გასული წლის ივნისიდან დაიწყო.
მაფიოზურ ორგანიზაციაში 9 სხვადასხვა დაჯგუფება შედიოდა. დაკავებულთა შორის ქართველების გარდა ესპანეთის 8 მოქალაქეა. ოპერაციის დროს პოლიციამ 33 ათასი ევრო, 8 ძვირადღირებული ავტომობილი, 7100 კოლოფი სიგარეტი, ასევე სამკაულები და ელექტრონული საქონელი ამოიღეს. ევროპოლმა, საფრანგეთის პოლიციამ და ქართველმა სამართალდამცველებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა 300 ათასი ევრო სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად საქართველოში გადარიცხეს.
სპეცოპერაცია ქართული მაფიის წევრების დასაკავებლად მადრიდში, ალიკანტეში, ბარსელონაში, ბილბაოსა და სევილიაში ჩატარდა.

15996040_10207712736568044_1385182934_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები