მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა 2017 წლის ძირითადი გამოწვევები დაასახელეს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები კაცობრიობის წინაშე 2017 წელს არსებულ ძირითად გამოწვევებს ასახელებენ. ეს ექსტრემალური ამინდი, მასობრივი მიგრაცია და ტერორისტული აქტებია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გლობალურ რისკებზე მოხსენება ექსპერტებმა ეკონომიკურ ფორუმზე წარმოადგინეს, რომელიც დავოსში მიმდინარეობს.
2016 წელთან შედარებით ძირითადი რისკების ჩამონათვალი შეიცვალა. გასულ წელს პირველ ადგილზე ექსპერტებმა ფართომასშტაბიანი მიგრაცია დააყენეს, ხოლო ტერორისტული თავდასხმები რისკების ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა. სამაგიეროდ იყო „სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტები რეგიონალური შედეგებით“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა გრძელვადიანი რისკებიც დაასახელეს, რომლებიც წლიდან წლამდე არ იცვლება. პირველ რიგში ეს საზოგადოებაში არსებული უთანასწორობაა, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციას, ასევე ეკონომიკური ზრდის და ტექნოლოგიური პროგრესის შენელებას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები