ჩინეთში გიგანტური დინოზავრის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც 145 მილიონი წლის წინ ბინადრობდა
ჩინეთის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში გიგანტური დინოზავრის კვალი აღმოაჩინეს. ის დედამიწაზე 145 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. ამის შესახებ ჩინეთის ნაციონალური ტელევიზია იუწყება.
ეს დინოზავრები იურულ პერიოდში ბინადრობდნენ და ვეგეტარიანელ დინოზავრთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. 30–სანტიმეტრიანი ნაკვალევი, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდ დინოზავრებს ეკუთვნოდათ, რომელთა სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა.