ლას–ვეგასში ახალი ელექტრომობილი წარმოადგინეს, რომელიც კომპანია Tesla–ს ელექტრომანქანებზე უფრო სწრაფია – ვიდეო

ლას–ვეგასში ელექტრონიკის ყოველწლიური გამოფენის ერთ–ერთი სენსაცია ელექტრომობილი FF91 გახდა, რომელიც კომპანია Faraday Future–მა გამოუშვა.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავტომობილი 96 კმ/სთ–ის სიჩქარეს 2,39 წამში კრეფს, მაშინ როდესაც Tesla–ს ყველაზე სწრაფ ელექტრომობილს ამისთვის 2.5 წამი დასჭირდა.
ამასთან, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ამ ავტომობილის სერიული წარმოება დაიწყება, ვინაიდან პრეზენტაციის დროს მას სერიოზული ტექნიკური ხარვეზები აღმოუჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები