შესანიშნავი წელი არაჩვეულებრივი მოვლენებით

გამოცემა skigeorgia.ge საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ დენიელ დოინიცინის სტატიას აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ გასული კვირის ბოლოს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებმა ქვეყანა შესანიშნავ ადგილად აქცია.

საშობაო კვირის ბოლოს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებმა ქვეყანა ნამდვილად შესანიშნავ ადგილად აქცია. გუდაურის სამთო კურორტზე ოფიციალურად გაიხსნა „დოპელმაიერის“ 6-სავარძლიანი საბაგირო, „პომას“ სამთო საბაგირო ამოქმედდა სვანეთში (თეთნულდი), ხოლო „დოპელმაიერისავე“ ორი სამთო საბაგირო გაისხნა ბაკურიანის (მიტარბის) სამთო კურორტზე. 23 დეკემბერს, „შინოს“ სახელწოდებით ცნობილი ახალი საბაგირო გუდაურში ამოქმედდა. ეს ახალი საბაგირო მესამეა მათ შორის, რომლებიც კურორტზე უკვე მოქმედ შვიდ სამთო საბაგირო გზას დაემატა.

„შინოს“ სამთო ლიფტის მშენებლობის პროცესში დაახლოებით 20 მილიონი ლარის (დაახლოებით 7,19 მილიონი აშშ დოლარი ან 6,89 მილიონი ევრო) ინვესტიცია განხორციელდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მომდევნო დღეს. 24 დეკემბერს, ახალი საბაგირო უკვე თეთნულდის კურორტზე – სვანეთში ამოქმედდა. ამავე დღეს ამ კურორტზე სათხილამურო სეზონი გახსნილად გამოცხადდა, ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად ესტუმროთ თეთნულდს.

შობის დღე შესანიშნავად წარიმართა მიტარბში, რომელიც 30 წლის შემდეგ ნელ-ნელა იბრუნებს საბჭოთა კავშირის მასშტაბით ცნობილი სათხილამურო კურორტის რეპუტაციას.

ისტორიული ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზაც ახალ სიცოცხლეს იწყებს. ეს ისტორიული რკინიგზა მოქმედია საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე. რუსული სამეფო გვარის, რომანოვების შეკვეთით ფრანგი ინჟინრის – ალექსანდ გუსტავ ეიფელის მიერ შექმნილ ხიდს კვეთს ე.წ. „კუკუშკა მატარებელი“. ხიდის მშენებლობის პროცესი საქართველოში, მდ. ცემისწყალზე 1902 წელს დასრულდა.

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 48 მილიონი ლარი კოხტა-მიტარბის სამთო-სათხილამურო საბაგირო გზის პროექტის განხორციელებას მოხმარდა. ახალი მიტარბი – კერძო ინვესტორი 70 მილიონი ლარის ინვესტირებას მოახდენს, რათა კურორტზე ტურისტული ინფრასტრუქტურა განავითაროს. ეს საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია და სამთო-სათხილამურო კურორტების აღორძინებისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ბაკურიანის ინფრასტრუქტურა მომავალი წლების მანძილზე კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას ელის. მომდევნო ორი წლის მანძილზე მზად იქნება ბიატლონის ბილიკი, თხილამურებით ხტომისა და ჰოკეის დარბაზი კი მომდევნო ორი წლის მანძილზე შეიქმნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები