ჩინეთში ყველაზე ხანდაზმული პანდა დაიღუპა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამალი პანდა დაიღუპა. ის 31 წლის იყო.
პანდას პან-პანი ერქვა, ის ჩინეთის გიგანტური პანდების დაცვისა და შესწავლის ცენტრში ბინადრობდა.
პან პანი მამა 130-ჯერ გახდა. ის ზოოპარკში გამოყვანილი პანდების მეოთხედის მამაა.
ცნობისთვის, ოქტომბერში, ჰონგ-კონგში ყველაზე ხანდაზმული დედალი პანდა დაიღუპა. ის 38 წლის იყო.
პანდები დაახლოებით 30 წელს ცოცხლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები