პირველი ქართული ფანტასტიკა – პარადოქსი

26 დეკემბრიდან ტელეკომპანია „GDS“ პირველ, ქართულ ფანტასტიკას – პარადოქსს წარმოადგენს. სერიალის რეჟისორია ჯაბა მელქაძე, მთავარ როლებში არიან მსახიობები: – ნანკა კალატოზიშვილი და თორნიკე გოგრიჭიანი. ვირუსი, მონსტრები და გაურკვეველი კოსმიური ცივილიზაცია ადამიანების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხდება არა მომავალში, არამედ ჩვენს დროში. გუგა, თორნიკე გოგრიჭიანის გმირი, რომელიც მეტროს გვირაბში მოდის გონს, აღმოაჩენს, რომ დედამიწაზე მოხდა აპოკალიფსი და სხვა გადარჩენილებთან ერთად ცდილობს ელენეს (ნანკა კალატოზიშვილი) დაკარგული ბავშვის პოვნას და კატასტროფის მიზეზების ამოხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები