ჩრდილოეთ პოლუსზე დეკემბერში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ნოემბერსა და დეკემბერში სპეციალისტებმა ჩრდილოეთ პოლუსზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს. ის საშუალო მაჩვენებლებზე  5 გრადუსით მაღალია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კათოლიკურ აღდგომაზე ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს, ვინაიდან ამჟამად ჩრდილოეთ პოლუსისკენ ატლანტის ოკეანიდან ჰაერის თბილი მასები მიემართება.
ამის შედეგად ტემპერატურა, შესაძლოა, ნული გრადუსი შეადგინოს, რაც ნორმაზე 20 გრადუსით მეტია.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანომალიური სიცხე დედამიწის კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
გარემოს ცვლილების პრობლემების შესწავლის ოქსფორდის ინსტიტუტის პროფესორის ფრიდერიკ ოტოს განცხადებით, ასეთი სიცხე ძალზე იშვიათია -მსგავსი რამ შეიძლება ათასი წლის განმავლობაში ერთხელ მოხდეს.
ახლა კი დედამიწის ჰავაზე ინდუსტრიის  გავლენის გამო ასეთი ანომალიები, შესაძლოა, ორმოცდაათ წელიწადში ერთხელ დაფიქსირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები