შვეიცარიაში ფრინველის ფორმის უპილოტო საფრენი აპარატი ააწყვეს (ვიდეო)

შვეიცარიელმა გამომგონებლებმა ქალაქ ლოზანის პოლიტექნიკური სკოლიდან უპილოტო საფრენი აპარატი შექმნეს, რომლის ფრთა ფრინველის ფრთას მოგვაგონებს და ასეთივე სისტემით მუშაობს. აპარატის ფრთა ხელოვნური ბუმბულით არის აღჭურვილი, ხოლო ფრთას გაწელვა, შეკუმშვა და მოტრიალება შეუძლია. ასე, მაგალითად, მოსატრიალებლად აპარატი ერთ ფრთას შლის, ხოლო მეორეს კეცავს. როგორც გამომგონებლებმა განაცხადეს, აპარატის შექმნა ფრინველებზე დაკვირვების შედეგად გახდა შესაძლებელი. ისინი ამბობენ, რომ სურდათ ისეთი საფრენი აპარატი შეექმნათ, რომელიც დაბრკოლებების გვერდის ავლას, ფრენის მიმართულების მოულოდნელ შეცვლას და ქარის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. სწორედ ეს გახდა შესაძლებელი ფრინველის მსგავსი დრონის საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები