თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10.00-დან 18.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების და გლდანის ხევის დასახლების აბონენტებს.
სამგორის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10.00-დან 17.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, მოსკოვის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, იდუმალის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები