ვინ ქმნის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს – „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ დარბაზში, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა გახსნა.15657853_1088311464648586_1714972516_o

გამოფენა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“, ასოციაცია „ანიკას“, მედიაჰოლდინგ „კვირას“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია. წარმოდგენილი იყო კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტებისა და ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარების მიერ დამზადებული სათამაშოები. მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთები, ოთახის სანათები, საათები 15713364_1088310884648644_1249778626_nდა სხვადასხვა აქსესუარი.


„ანიკას“ აღსაზრდელებმა გამოფენის მიმდინარეობისას ფერადი საღებავებით მოხატეს „სპექტრის“ სტუდენტების მიერ შექმნილი ხის ნაკეთობები. წარმოდგენილი ნამუშევრები სიმბოლურ ფასად გაიყიდა, შესული თანხა კი, ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს გადაერიცხებათ.

ღონისძიებაზე სტუმრებმა “კვირას” თანამშრომლის, კახა გოგიჩაშვილი15682753_10209370512117472_461652361_nს მიერ გადაღებული ვიდეოც იხილეს, სადაც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შექმნის პროცესი იყო ასახული.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის თქმით, გამოფენა მოეწყო სივრცეში, რომელიც ადაპტირებულია უნარშეზღუდულთათვის და ეტლით მოსარგებლეს საგამოფენო დარბაზში შესვლა პირდაპირ ქუჩიდან, სხვის დაუხმარებლად შეუძლია. იქვე არის სამკითხველო დარბაზი, რომელიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

მირიან ხოსიტაშვილის ინფ15658823_1088311017981964_1327442501_oორმაციით, მანამდე იქ ნატოს საინფორმაციო ცენტრი იყო განთავსებული და შენობიდან მათი გადასვლის შემდეგ, დარბაზმა პირველ გამოფენას უმასპინძლა.

„ეს მეტად ორიგინალური გამოფენაა. საკმაოდ ლამაზი და საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები დღეს იშვიათია საბავშვო მაღაზიებში“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

როგორც “სითი კვირას” მედიაჰოლდინგ „კვირას“ გენერალურმა დირექტორმა, ქეთევან ხოსიტაშ15682542_1088310987981967_1511039839_oვილმა განუცხადა, ის მოიხიბლა იმ ნამუშევრებით, რომელიც ბენეფიციარებმა წარმოადგინეს.

„მსგავს აქტივობაში ჩართვა თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია და ვიმედოვნებ, რომ ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრებით ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან. კარგი იქნება, ეს სათამაშოები სერიულ წარმოებაში ვიხილოთ“, – განაცხადა ქეთევან ხოსიტაშვილმა.

ასოციაცია „ანიკას“ გამგეობის წევრმა, ირაკლი სეფერთელაძემ კი აღნიშნა, რომ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით საქართველო არ არის განებივრებული და სასიხარულოა, რომ ეს იდ15696236_1088310874648645_1153978876_oეა გაჩნდა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ქართულ ოჯახებში ბავშვები ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით ითამაშებენ.

კოლეჯ „სპეტრის“ დირექტორ მათე ტაკიძის თქმით, საჭიროა საქართველოში ხის სათამაშოების წარმოება განვითარდეს და ამით ბიზნესი დაინტერესდეს.

„ამის პოპულარიზაცია დაწყებულია და ჩვენ15681845_1088310864648646_964787320_o შევეცდებით, რომ საქართველოში ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო“,- განაცხადა მან.

გამოფენის ორგანიზატორებმა ღონისძიება შობა-ახალი წლის მოახლოებას განგებ დაამთხვიეს, პატარა მეგობრების გასახარებლად, რათა ისინი მოახლოებულ დღესასწაულს ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით შეხვდნენ.

ორგანიზატორები მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გეგმავენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დღის ცენტრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

“სპექტრის” სტუდენტებმა ფოტორეპორტიორ გოგა ჩანადირს სიმბოლური საჩუქარი, მათ მიერ შექმნილი ხის ფოტოაპარატი უსახსოვრეს. კომპანია „ზედაზენმა“ კი “ანიკას” ბენეფიციარებს და “სპექტრის” სტუდენტებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

15696293_1088311007981965_944778977_o

15625716_1172554552793543_7450041850141487355_o

15658194_1088310897981976_449951290_o

15659007_1088311107981955_68644986_o

15657946_1088311001315299_1216429677_o

15696959_1088311237981942_1883683233_o

15696920_1088310901315309_15081363_o

15682542_1088310987981967_1511039839_o

15696403_1088311407981925_1286175572_o

15682553_1088311244648608_1805331283_o

15696615_1088310904648642_76668021_o

15696293_1088311471315252_90708880_o

15697140_1088311181315281_984933069_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები