დღესასწაულებზე მუზეუმებიდან, შესაძლოა, სიწმინდეები გამოაბრძანონ

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმეს ინფორმაციით, დღესასწაულებზე მუზეუმებიდან, შესაძლოა, სიწმინდეები გამოაბრძანონ.
როგორც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ მიტროპოლიტმა განუცხადა, სინოდის სხდომაზე განიხილეს ეპარქიებში არსებული მდგომარეობაც და აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით მათი მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობაც.
„დღეს ჩატარდა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა რიგი საკითხებისა, მათ შორის კრეტაზე ჩატარებული კრების შესახებ შეიქმნა საღვთისმეტყველო კომისია, რომელიც იქ მიღებულ დოკუმენტებზე იმუშავებს. ასევე საუბარი იყო ტაძრებსა და სამღვდელოებასთან საკვირაო სკოლების შექმნასა და მათ უფრო აქტიურ საქმიანობაზე. განვიხილეთ ეპარქიებში არსებული მდგომარეობაც – ეპარქიებმა დამატებით უნდა განახორციელონ თავიანთი მოღვაწეობა სხვადასხვა მიმართულებით: ეს იქნება სოფლის მეურნეობა, სამრევლოები თუ საკვირაო სკოლები. გარდა ამისა, საუბარი იყო დღესასწაულებზე მუზეუმებიდან სიწმინდეების გამობრძანების შესახებ. ასევე მოვისმინეთ საქართველოს ეკლესიის მისიონერული განყოფილების საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, რომელიც წმინდა სინოდის სხდომის მდივანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები