თბილისის 20 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება – „თელასი“ განმარტებას აკეთებს

თბილისის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის მიზეზი კი „ვერა 1“-ისა და „ვერა2“-ის გადამცემი ხაზების ავარიულად გათიშვა გახდა.
როგორც კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ქუჩების 20 ათასამდე აბონენტს.
„დღეს, 10:04 საათზე ავარიულად გამოირთო გადამცემი ხაზები „ვერა-1“ და „ვერა-2“. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისის თბოელექტროცენტრალის (თეცი-ს) ქვესადგურის მომხმარებლებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), დავით აღმაშენებლის გამზირის და მიმდებარე ქუჩების 20 ათასამდე აბონენტს. სს „თელასი“-ს ტექნიკური სამსახური აწარმოებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. აბონენტების ელექტრომომარაგება და ქალაქის გარე განათება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები