„ჯეოსელი“ შეფერხებით მუშაობს – რას აცხადებენ კომპანიაში

„ჯეოსელის” ქსელი უკვე რამდენიმე საათია შეფერხებით მუშაობს. როგორც აბონენტები აცხადებენ, შეზღუდულია გამავალი ზარი. მათი თქმით, არც მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნება.
როგორც „ჯეოსელში“ აცხადებენ, ”ჯეოსელის” აბონენტები ქსელით სრულყოფილად სარგებლობას ერთ საათში შეძლებენ, ამავე დროს, განმარტავენ, რომ კომპანიაში ახალ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები მიმდინარეობს და აბონენტები ამის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ.
„კომპანიაში ახალ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები მიმდინარეობს. აბონენტებმა ამის შესახებ რამდენიმე ხნით ადრე მიიღეს ინფორმაცია და მათ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ქსელის გათიშვა დაფიქსირებულიყო. კომპანია აბონენტებს, შექმნილი უხერხულობის გამო, ბოდიშს უხდის.”, – აღნიშნეს “ჯეოსელში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები