“სინოდს არ უმსჯელია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილისა და პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის საკითხებზე”

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა, ზოსიმე შიოშვილმა საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სინოდს არ უმსჯელია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილისა და პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის საკითხებზე.
“დიდი მსოფლიო კრების დადგენილებებზე იყო საუბარი. იქ არის ზოგიერთი გაურკვევლობანი დასაზუსტებელი და კომისია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
სინოდის სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტი ქალბატონის, შორენა თეთრუაშვილის ხელში, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა.
რამდენიმე დღის წინ, პატრიარქის დაცვის უფროსმა, იოსებ ოხანაშვილმა არ გამორიცხა, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხის დაყენება. გარდა ამისა, მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ მოხდა ინციდენტი პატრიარქის დაცვის წევრებსა და ქორეპისკოპოსის თანაშემწეს შორის, თუმცა ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები