ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნული სამსახურის შეფასების შედეგად გაეზრდება ან შეუმცირდება ანაზღაურება თანამშრომელთა ნაწილს.
„ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით, ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება. მასზე, ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, არამც თუ არ იმოქმედებს [შემცირება], არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით, ანუ ამოცანა არის მუშაობის ეფექტურობის მიხედვით ხელფასის სამართლიანი გადანაწილება და არა რუტინული მინუს 10% ან მიზანმიმართული შემცირებები“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები