მეუფე პეტრე პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს “რუხ კარდინალს” უწოდებს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს “რუხ კარდინალს” უწოდებს.
როგორც მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს საპატრიარქოში არსებული მთავარი პრობლემა დღეს არის პატრიარქის მდივან-რეფერენტის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება.
„საქართველოს საპატრიარქოში არსებული მთავარი პრობლემა დღეს არის პატრიარქის მდივან-რეფერენტი ქალბატონის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა. მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება ყველა პრობლემის თავია. ე.წ. რუხი კარდინალის მდგომარეობა არის ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში, დანარჩენი ადვილად მოგვარებადია. როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის უფლებამოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და არსებული წვრილმანი პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება, ღვთის წყალობით“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები