დავით თევზაძე: ელჩებს თავს არ უნდა დაესხან, ეს სახელმწიფოს ნდობას უკარგავს

“თავად რუსები არ ჩქარობენ არანაირ ინტერპრეტაციას, ვიდრე გამოძიება ბოლომდე არ მივა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ განაცხადა.
დავით თევზაძე კარლოვის მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კარლოვის მკვლელობის ფაქტი რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას ემსახურებოდეს.
„რეგიონისთვის ამ ფაქტმა, შესაძლოა, კარგი არაფერი მოიტანოს, ელჩები არ არიან ის ობიექტები, რომელთაც თავს უნდა დაესხა, ეს სახელმწიფოს უკარგავს ნდობას. რუსეთი გამოძიებას დაელოდება. ძნელი სათქმელია, რა იყო ამ ტერაქტის მიზეზი. არაა გამორიცხული, რომ ეს რუსეთის თურქეთის და ირანის ურთიერთობის არევას ემსახურებოდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ფაქტით პირიქით, მოხდეს ამ სახელმწიფოების დაახლოება“, – განაცხადა დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები