გულიკო ზუმბაძე: ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, თვითონ თედო კობახიძისგან მოვისმინოთ განმარტება

თბილისის საკრებულოს წევრი, ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, თედო კობახიძის ირგვლივ ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით, საჭიროდ თვლის, რომ საკრებულომ თავად ბრალდებების ადრესატს მოუსმინოს.
გულიკო ზუმბაძის აზრით, თედო კობახიძე ყოველთვის სიახლეების მომხრე იყო, რისი დანერგვაც საკრებულოში ვერ ხერხდებოდა.
„თედო კობახიძესთან დაკავშირებით, საჭიროა, საკრებულომ თავად მოუსმინოს თედო კობახიძეს, რადგან ის ყოველთვის გამოდიოდა ინიციატივით, რომ მომხდარიყო საკრებულოს წინაშე ახალი ინოვაციური თემების დაყენება, ის თვლიდა, რომ კადრებთან დაკავშირებით, იყო პრობლემები, მაგრამ თუ მართლა ხდებოდა თანამშრომლების იგნორირება, მაშინ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი თედო კობახიძემ ამ ყველაფერს და ეს უნდა მოხდეს საკრებულოში“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები