ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქართული მომავლის” თავმჯდომარე, ლეონიდ ჩერნოვეცკი მიესალმება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, იგი საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს მოუწოდებს, არ გასცენ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის ვიზები, იმ შემთხვევაში თუ კი ისინი ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყვიან.
”მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს უდიდესი წარმატება – უვიზო რეჟიმის მიღება. ამ გადაწყვეტილებამ ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საქართველო კვლავ შინ, ევროპაში დაბრუნდა. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უდიდესი გამარჯვებაა და მე მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც ამისკენ ისწრაფვოდა და მცირედით მაინც შეეცადა, რომ ამ უდიდესი მიზნისთვის მიეღწია.
ამ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, ჩვენი სახელმწიფო მზად უნდა იყოს კონკრეტული გამოწვევებისთვის. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება – საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე  უსათუოდ გამოიწვევს უცხო ქვეყნების მოქალაქეების მოზღვავებას ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას მოინდომებენ.
საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად  ყველაფერი უნდა იღონოს  იმისთვის, რომ იმ პირებმა, რომლებიც შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის ტერორისტული საფრთხეების მატარებლები არიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა ვერ მიიღონ. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გაართულოს უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა, პრეზიდენტმა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს  დასტურის გარეშე, მოქალეობის მინიჭების უფლება გააუქმოს. წინააღმდეგ შემთვევაში, ჩვენ ძალიან მალე წაგვართმევენ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლებას და მას ვეღარასდროს მივიღებთ!
ცალკე შეიძლება აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის არაღიარებელი რესპუბლიკების მოქალაქეები საქართველოს პასპორტებს მასობრივად მოითხოვენ, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანების პროცესს მოახლოებას გამოიწვევს. თუ საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს მოქალაქეობის მიღების ისეთ წესს, რომლის თანახმადაც არაღიარებელი რესპუბლიკების მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან საჯაროდ და ოფიციალურად უარი თქვან სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობაზე და ხელი შეუწყონ საქართველოს გაერთიანებას.
მხოლოდ ”ლამაზი თვალების” გამო სამშობლოს მოღალატეებისთვის საქართველოს პასპორტების გაცემას არ გირჩევდით”, – განაცხადა ”ქართული მომავლის” თავმჯდომარემ, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები