წილოსანი – „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: კიდევ ერთი მცდელობა, რომ ამ პროექტს დაარტყან, რადგან ეს არის ჩვენი ეკონომიკის სერიოზული მიღწევა

“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ამ პროექტს დაარტყან, რადგან ეს არის ჩვენი ეკონომიკის სერიოზული მიღწევა”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განუცხადა.

ის გამოეხმაურა ირაკლი კუპრაძის მიერ გადაცემაში „ღამის კურიერი“ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, მას აქვს ინფორმაცია კონკრეტული სასულიერო პირებისგან, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მეჩეთების მშენებლობა.

„„ლელოს“, ისევე როგორც მისი მოძმე რადიკალური პარტიების მიზანია, რომ როგორღაც დააზიანონ ქართული ეკონომიკა. მათი ბევრი სხვა დამუშავებული ტაქტიკის გარდა იყენებდნენ ეკონომიკაზე ტერაქტის მცდელობებს, ეკონომიკის ჩამონგრევის და ჩამოშლის მცდელობებს, რაც სხვადასხვა კამპანიებში აისახებოდა.

ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ ბოლო წლების მანძილზე სხვადასხვა ტალღა ტურიზმის ჩამოშლის და დაზიანების, შეგვიძლია გავიხსენოთ ენერგო უსაფრთხოებაზე მიტანილი შეტევები, ნესკრა, ნამახვან ჰესი, ჰუდონ ჰესი. ყველა ამ უმსხვილესი ჰესის და პროექტის წინააღმდეგ გამოსული ვითომ ეკო აქტივისტები, იყვნენ სპეციალიზებული ჯგუფები, ვისაც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებაზე უნდა მიეტანათ დარტყმები“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები