მიხეილ დუნდუა: კომერციული ბანკების მიერ უნდა მოხდეს ლარის დარეზერვება

“ლარიზაცია დედოლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით, საქართველოს გაეწია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, აუცილებელია მოხდეს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
ეკონომისტი თვლის, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ლარიზაციის გეგმა წარმატებით განხორციელდება. მიხეილ დუნდუა აქცენტს კომერციული ბანკების მხრიდან ლარის დარეზერვებაზე აკეთებს.
„დედოლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით, მთავრობას და ეროვნულ ბანკს გაეწია რეკომენდაცია სავალუტო ფონდის მიერ, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის, ასევე, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ და უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო ფონდმა შექნა სპეციალური, დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც იკვლევენ ამიერკავკასიაში და ცენტრალურ აზიაში დედოლარიზაციის მიმდინარე პროცესს.
ამ რეკომენდაციებიდან უნდა მოხდეს ყველა კომპონენტის გათვალისწინება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარის კურსის დასტაბილურება მოხდება მხოლოდ მცირედით. ამ რეკომენდაციებიდან არ უნდა იქნას გამოტოვებული არცერთი კომპონენტი, კერძოდ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს კომერციული ბანკების მიერ ლარის დარეზერვება.
დღეის მდგომარეობით, კომერციული ბანკები დოლარში მოზიდული დეპოზიტების 20%-ს სავალდებულო წესით არეზერვებს ეროვნულ ბანკში. ეს თანხა შეადგენს 1 მილიარდ დოლარს. თუ შევასრულებთ სავალუტო ფონდის სპეციალისტთა რეკომენდაციას, კომერციულ ბანკებს მოუწევთ 1 მილიარდი დოლარის გადახურდავება ლარში, სავალდებულო რეზერვების შესაქმნელად. კომერციული ბანკების მიერ დარეზერვება უნდა მოხდეს ლარში, შემოტანილი უცხოური ვალუტიდან კომერციულმა ბანკებმა უნდა დაარეზერვონ 20%, შემდეგ კი უნდა მოხდეს ამ დარეზერვებული თანხის ლარზე გადახურდავება. კომერციული ბანკები, ამ შემთხვევაში, თავად იქნებიან დაინტერესებულნი, რომ გამყარდეს ლარი”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები