„სტალინის“ „შმაგის“ „მარო მაყაშვილის“ და „სამების“ – გორში ერთ ქუჩას ოთხი დასახელება აქვს

გორის ცენტრში ქუჩას, რომელსაც სამი დასახელება აქვს, დღეს მეოთხე აბრაც დაემატა. გორში სტალინის ქუჩის ნაწილს რამდენიმე წლის წინ „ეროვნული მოძრაობის“ პერიოდში ადგილობრივებმა „შმაგის“ ქუჩა დაარქვეს, თუმცა აბრა არ შეცვილილა და ქუჩა ერთდროულად „სტალინის“ და „შმაგის“ სახელსაც ატარებდა.
დღეს მოხალისეებმა აღნიშნულ ორ დასახელებას მესამეც დაუმატეს და ქუჩის კუთხეში ახალი ტრაფარეტი გაჩნდა სახელწოდებით: „მარო მაყაშვილის“ ქუჩა.
დღეიდან „სტალინის“ და „შმაგის“ ქუჩა მარო „მაყაშვილის“ სახელსაც ატარებს. „კვირა“ მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს კიდევ ერთი სახელი ჰქონია.
“ქუჩებზე სახელების დარქმევა საკრებულოს პრეროგატივაა, თუმცა შეუძლიათ წინადადებით მერიასაც მიმართონ, მე პირადად ვიცი, რომ ამ ქუჩას „სამების“ ქუჩა ჰქვია“, – განაცხადა გორის მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
ქუჩის სახელზე საბოლოოდ ქალაქის საკრებულო ჩამოყალიბდება და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ერთ ვარიანტზე შეჯერდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები