“როცა ბავშვს დავხედეთ მივხვდით, რომ ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რადგან აპარატი ნორმაზე არ დაუყენეს”

ქუთაისში მცხოვრები მარიტა ვარძელაშვილი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული კლინიკის მედპერსონალს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
მარიტა ვარძელაშვილი აცხადებს, რომ 1 წლის ვივიანა საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით დააწვინა, ინექციის გაკეთების შემდეგ კი ბავშვის მდგომარეობა გართულდა, როგორც მარიტა ვარძელაშვილი ამბობს, კათეტერის დაყენების შემდეგ ბავშვს ხელი დაუსივდა და ინფექცია განუვითარდა.
“მაღალი ტემპერატურით მოვიყვანე, მესამე დღეა უკეთესობა აქვს და მთელი დღე კარგად იყო. საღამოს მითხრეს რომ 10 წუთის წინ გაუკეთეს “დექსა” და “ცეპტრიაქსონი” ვენის კათეტერში.
კათეტერიან ხელს დავხედე და გალურჯებული, შეშუპებული ჰქონდა თითები. გავიყვანე ექთანთან და ვთხოვე ამოეღოთ კათეტერი, რაზეც მან საკმაოდ უხეშად მიპასუხა.
კათეტერის ვარგისიანობის დასამტკიცებლად მან ამოიღო შპრიცით ფიზიოლოგიური ხსნარი და შეუშვა ვენაში, რაზეც ბავშვი გამწარებით ატირდა. მაჯა შესიებული ჰქონდა, ვკითხე ექთანს მიზეზი, რაზეც მიპასუხა რომ იცის ეს კათეტერმა. მოვკიდე ხელი და ისეთი გასიებული და გამაგრებული ხელი არსად მინახავს. ხმის კანკალით ვკითხე ეს რა არის-თქო, მერე უფრო ავუწიე ხმას, მერე უკვე აფექტში ჩავვარდი და მთელი ხმით ვყვიროდი, ვღრიალებდი ოღონდ უკვე აღარ მახსოვს რას. ბავშვის ხელი მეჭირა და საშინელ ტკივილს ვგრძნობდი გულის არეში, წნევამ ამიწია ეტყობა, სახეზე და ყელის მიდამოებში წითლად გამომაფინა.
დაურეკეს ქირურგს და მოიყვანეს დაადეს საფენები ხელზე და შეუხვიეს”, – აცხადებს მარიტა ვარძელაშვილი „კვირასთან“, როგორც მცირეწლოვანის დედა ყვება ინციდენტის შემდეგ ბავშვი ჟანგბადზე შეაერთეს, თუმცა მდგომარეობა ამის შემდეგ უფრო გართულდა.
„ცოტა ხნის შემდეგ ვივიანა ჟანგბადზე შევაერთეთ და ნაკლებობა აღმოაჩნდა. 10 წუთი ვიჯექი და მერე დავაკვირდი რომ აპარატიდან არაფერი არ გამოდიოდა და ვუთხარი კიდეც ექთანს ნორმაზე არ დაუყენებია თურმე და იმიტომ არ აცხადებს მარიტა ვარძელაშვილი.
„კვირა“ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ კლინიკის დაუკავშირდა. საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კომენტარს მკურნალი ექიმთან გასაუბრების შემდეგ გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები