პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 85 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონმდებლებმა საბიუჯეტო პარამეტრების თაობაზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.
ცვლილებებით, უწყებების ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 40 მლნ ლარით მცირდება და მობილიზებული რესურსი ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი – ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით. მთავრობის ადმინისტრაცია – ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ასიგნებები მცირდება 3.5 მლნ ლარით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – ასიგნებები მცირდება 9.0 მლნ ლარით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები ჯამურად იზრდება 80.4 მლნ ლარით და განისაზღვრება 750.4 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია კრედიტების ნაწილში 82.4 მლნ ლარის (პირდაპირი ჩარიცხვები) ასახვით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – ასიგნებები 23.2 მლნ ლარით, მათ შორის “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ გრანტის ფარგლებში ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, პროგრამა მცირდება 16.8 მლნ ლარით.
ჯამურად სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრება 952.0 მლნ ლარით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები