“დაუშვებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვა და ამით ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება”

მსოფლიოსა და რეგიონში მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, აბსოლუტურად დაუშვებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში უფლებამოსილებების შეზღუდვა, – ამის შესახებ “კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.
ბერაია აცხადებს, რომ არ იზიარებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის მიხედვითაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას მოითხოვენ.
როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში ანალოგიური უფლებამოსილება აქვთ, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს.
ბერაია ევროპასა და რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბევრმა ქვეყანამ გაატარა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები იმისთვის, რომ უსაფრთხოების სამსახურებისთვის კიდევ უფრო გაეფართოებინათ როგორც კონტრსადაზვერვო, ასევე კონტრტერორისტული უფლებამოსილებები.
„კონტრსადაზვერვო საქმიანობა ზოგადად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში სპეციალური ღონისძიებების სისტემა როგორც ოპერატიული ღონისძიებების, ასევე ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების. ეს მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, ასევე პირთა ჯგუფების და ცალკეული პირების, როგორც სადაზვერვო, ასევე ტერორისტული საქმიანობის პირველ რიგში პრევენციისკენ და გამოვლენისკენ. კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურს ზუსტად ანალოგიური უფლებამოსილება აქვს, რაც ჩვენს ქვეყანაში აქვს უსაფრთხოების სამსახურს. დღეს მსოფლიოში მომეტებული საფრთხეების ფონზე ძალიან ბევრმა ქვეყანამ გაატარა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები იმისთვის, რომ უსაფრთხოების სამსახურებისთვის კიდევ უფრო გაეფართოებინათ როგორც კონტრსადაზვერვო, ასევე კონტრტერორისტული უფლებამოსილებები. დღეს, როცა ჩვენი ქვეყნების 20% ოკუპირებული, რეგიონის სპეციფიკის და ზოგადად რეგიონში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, აბსოლუტურად დაუშვებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში უფლებამოსილებების შეზღუდვა და ამით ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება.
ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ასევე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახურების გამართულ და ეფექტიან საქმიანობაზე და პირველ რიგში კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში თავისი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეს პირველ რიგში შედის  ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და ჩვენი უსაფრთხოების გამართული ფუნქციონირება შედის ჩვენი პარტნიორების ინტერესებში“, -განუცხადა “კვირას“ ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები