გორის ცენტრში თვითნებურად დადგმული სტალინის ძეგლი დაცვის თანამშრომლებმა აიღეს

სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად, გორის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან „სტალინელებმა“ მოთხოვნა სისრულეში მოიყვანეს და „ბელადის“ ოქროსფერი ბიუსტი ქალაქის ცენტრში თვითნებურად დადგეს.
ბიუსტი სამხარეო ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომლებმა აიღეს.
„სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებმა მოიტანეს ბიუსტი და დადგეს მერიის და საკრებულოს წინ. ბიუსტი იდგა აქციის მსვლელობის დროს და როცა წავიდნენ, ადმინისტრაციის შენობის წინ დატოვეს, შემდეგ კი დაცვამ აიღო,“ – განუცხადა „კვირას“ გორის საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები