მაკა ჩიჩუას მხარდაჭერით, ღონისძიება „მეგობრობა შეუზღუდავია“ გაიმართა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გამართულ ღონისძიებაში „მეგობრობა შეუზღუდავია“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც კამპანიით „არცერთი ბავშვი ყურადღების გარეშე“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება და მათი დამოკიდებულების შეცვლაა.

მაკა ჩიჩუამ პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ზღაპარი „მეგობრობის კუნძული“ შეკრებილ მოსწავლეებს უამბო.

„ბავშვები თავად ეუბნებიან უფროსებს მნიშვნელოვან სათქმელს. ჩვენ მათ ვემეგობრებით და უბრალოდ ვეუბნებით, რომ მეგობრობა შეუზღუდავია“, – განაცხადა პირველმა ლედიმ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პირველმა ლედიმ, ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა და მათმა პედაგოგებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად მეგობრობის ხე დარგეს.

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის ორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები