სოფო კილაძე: პოლიციელის მიერ ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებაზე საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება

პირადად ვესაუბრე შს მინისტრს, მისი პოზიციაა, რომ უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული მათ მიმართ, ვინც დაარღვევს კანონს, მათ შორის პოლიციაშიც და არ ექნება ადგილი ხელის დაფარებას – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა,
სოფო კილაძის ინფორმაციით, პოლიციელის მიერ ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებაზე საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება.
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები არ განმეორდეს საქართველოში. პირადად ვესაუბრე შს მინისტრს, მისი პოზიციაა, რომ უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული მათ მიმართ, ვინც დაარღვევს კანონს, მათ შორის პოლიციაშიც და არ ექნება ადგილი ხელის დაფარებას, განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ვითარებისგან, როცა, ვიცით უამრავი სისტემური ფაქტი, როდესაც ხდებოდა პოლიციელის დანაშაულებრივ ქმედებებზე ხელის დაფარება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები