გორის გამგებელმა მოადგილე “სამსახურებრივი მითითებების შეუსრულებლობის” გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლა

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა მისი პირველი მოადგილე გიორგი წვერავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. დავით ონიაშვილი მოადგილის გათავისუფლების მიზეზებზე „კვირასთან“ საუბრობს. ონიაშვილის განცხადებით, წვერავამ სამსახურებრივი მითითებები არ შეასრულა.
„მე მას მივეცი რამდენიმე სამსახურებრივი დავალება რამდენიმე ხნის წინ, თუმცა ეს დავალებები შეუსრულებელი დარჩა. წვერავა ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მისი სამსახურიდან გათავისუფლება,”-აცხადებს „კვირასთან“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ონიაშვილი გათავისუფლებას უპირებს მეორე მოადგილე ალექსანდრე ვეშაგურსაც, თუმცა გამგებელმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები