გორში იოსებ სტალინის იუბილე აღნიშნეს

გორში საბჭოეთის ბელადის ქალაქში სტალინის დაბადების დღე ტრადიციულად აღნიშნეს. სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მუზეუმის ეზოში შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მიმართეს გორის საკრებულოს და სტალინის ძეგლის დადგმა მოითხოვეს.
“დღეს შევიკრიბეთ მემარცხენე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რათა შევახსენოთ ხალხს სტალინის სახელი. გორსა და საქართველოში სტალინის ძეგლის აღდგენა აუცილებელია. თანაც ძეგლი უნდა დაიდგას იქ, სადაც მანამდე იდგა, ანუ გორის ცენტრალურ მოედანზე. ამისათვის ხალხმა აუცილებლად უნდა იბრძოლოს”, – განაცხადა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები