გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის ჰაერის მონიტორინგის ყოველდღიურ შედეგებს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისის ჰაერის მონიტორინგის ყოველდღიურ შედეგებს აქვეყნებს. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ჰაერის მონიტორინგის შედეგებს ვებ-გვერდზე www.nea.gov.ge. გაეცნონ.
ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურები, რომლებიც იაპონიის მთავრობის ფინანსური დახმარებით ქ.თბილისში დამონტაჟდა, 24 საათიანი დაკვირვების რეჟიმში ფუნქციონირებს.
საზოგადოებას, ასევე აქვს შესაძლებლობა მონიტორინგის შედეგებს სხვადასხვა დამაბინძურებლების ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობაში გაეცნოს. გარემოს ეროვნული სააგენტო შედეგებს როგორც არსებული რეგულაციების, ასევე ევროსტანდარტების შესაბამისობის მიხედვით აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები