ზაალ კასრელიშვილი: გახშირდება ტერორისტული აქტები გავლენიანი პირების წინააღმდეგ

ტერორისტებისთვის შემდეგი გაჩერება ევროპა იქნება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.
კასრელიშვილს მიაჩნია, რომ ტერორისტების სამიზნე საზოგადოებისთვის აქტუალური პირები და პოლიტიკოსები იქნებიან.
„ამის მერე უფრო გახშირდება თავდასხმები გავლენიან პირებზე და ტერორისტული აქტებიც. მთელი მუსულმანური სამყაროს გაღიზიანებას იწვევს რუსეთისა და თურქეთის მოჩვენებითი ზავი. შემდეგი გაჩერება ევროპა იქნება. ისლამური სამყარო გააღიზიანა რუსეთმა და ამიტომ ასეთ შეთხვევაში რადიკალი ისლამისტების და თავმოყვარე და შეურაცხყოფილი ისლამისტების პოზიცია ერთი და იგივე იქნება, ტერორისტების სამიზნე გახდება ყველა ის ქვეყანა, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ პარტნიორად მოიაზრება,”-განაცხადა ანალიტიკოსმა უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები