ხის სათამაშოების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 22 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 22 დეკემბერს, 16:00 საათზე, ხისგან დამზადებული სათამაშოების გამოფენა გაიმართება. გამოფენა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“, ასოციაცია „ანიკას“ და მედია ჰოლდინგ „კვირას“ ერთობლივი პროექტია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტებისა და ასოციაცია „ანიკას“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დამზადებული სათამაშოები.
როგორც „სითი კვირას“ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი ხის ნაკეთობები სიმბოლურ ფასად გაიყიდება და შემოსული თანხა ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებს გადაერიცხებათ.
“გამოფენის მიზანი არის, ხის სათამაშოების პოპულარიზაცია საქართველოში, რათა მიეცეს ბავშვებს შესაძლებლობა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით ითამაშონ. შესაბამისად საჭიროა ხის სათამაშოების წარმოება განვითარდეს და ამით ბიზნესი დაინტერესდეს”,- აცხადებს მათე ტაკიძე.
მისივე თქმით, გამოფენაზე დამთვალიერებელს ექნება საშუალება, გაეცნოს შშმ პირების მიერ შექმნილ სათამაშოებს და ნახონ, რომ მათი შესაძლებლობები შეუზღუდავია.
გამოფენის გამართვა შობა-ახალი წლის მოახლოებას განგებ დაამთხვიეს, რათა პატარა მეგობრები გაეხარებინათ და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოთი შეხვდნენ დღესასწაულს.
ტაკიძის ინფორმაციით, ხის სათამაშოების პოპულარიზაციის გარდა, გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო იქნება და მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დღის ცენტრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
„ხის სათამაშოები წარმატებით გაიყიდება ბაზარზეც. ჩვენ უნდა გავახაროთ ბავშვები. მსურველს შეუძლია მოვიდეს ამ გამოფენაზე, შეიძინოს და ამით დაეხმაროს“ ანიკას“ ბენეფიციარებს”,- აცხადებს მათე ტაკიძე.

15540682_1172552656127066_986666239469366629_o15578289_1172552802793718_7906744672923084813_o15626471_1172552602793738_9044699251743963338_o15591666_1172554009460264_3705586570131426892_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები