როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

24 დეკემბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, მომავალი სამი დღის განმავლობაში ღამით გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით – 7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთის ბარში კი ღამით -6 -8 ზოგან -14 გრადუსი ყინვა იქნება. რაც შეეხება დღის ტემპერატურას, მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მოიმატებს და ჰაერი 5-დან 8 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები