თურქეთში, საქართველოს საზღვრის მახლობლად, მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ქალაქ ყარსთან, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 3,2 შეადგინა. ეპიცენტრი ყარსიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.