ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავებაზე შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავება
„გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ – პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავებაზე იმსჯელეს. როგორც „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. პროექტის მიზანია გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესება. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში 2016 წელს მიღწეული შედეგები წარმოადგინეს: რიოს სამი კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ინტეგრაციისთვის ეროვნული უწყებების მანდატების ჰარმონიზების ანგარიშები, რიოს კონვენციების განხორციელების და ანგარიშგებისთვის საჭირო გარემოსდაცვითი მონაცემების მართვის და მონიტორინგის პროცესში არსებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის გამოწვევების და ბარიერების ინსტიტუციური ანალიზი და კომუნიკაციის სტრატეგია. ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა. შეხვედრას საჯარო, საერთაშორისო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები