ირაკლი კოვზანაძე: მონეტარული პოლიტიკა გასამკაცრებელია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ დროულს უწოდებს. მისი განცხადებით, ლარის გაუფასურებაზე საგარეო ფაქტორების გარდა, შიდა ფაქტორებიც მოქმედებს.
„თქვენ მოგეხსენებათ, რომ ორიოდე დღის წინ პარლამენტმა დაუმტკიცა ეროვნულ ბანკს ფულად საკრედიტო პოლიტიკა, სადაც ჩვენ ჩადებული გვაქვს მომავალი წლისათვის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის განმავლობაში, შენარჩუნებული უნდა იყოს ფასების სტაბილურობა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა იყოს 4%-ის ფარგლებში, არ უნდა გადააჭარბოს 4 %-ს “, – განაცხადა კოვზანაძემ.
კოვზანაძის თქმით, ეროვნული ბანკი ვალდებულია, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მას აქვს.
„დარწმუნებული ვარ, ეს ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება და ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება“, – განაცხადა კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები